6 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში ამხანაგურ შეხვედრაში ლატვიის ნაკრებს უმასპინძლებს. მატჩი 18 საათზე დაიწყება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კლაუს ტოპმიოლერმა დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებიც ლატვიასთან მატჩისთვის მოემზადებიან:
მეკარეები: გიორგი მაკარიძე (”დინამო თბილისი”), როინ კვასხვაძე (”ზესტაფონი”), ნუკრი რევიშვილი (”რუბინი”, რუსეთი)
მცველები: მათე ღვინიანიძე (”მიუნხენ 1860”, გერმანია), ლაშა სალუქვაძე (”რუბინი”, რუსეთი), გიორგი შაშიაშვილი (”შტურმი”, ავსტრია), მალხაზ ასათიანი (”ლოკომოტივი”, რუსეთი), კახა კალაძე (”მილანი”, იტალია), ალექსანდრე კვახაძე (”ვიტ ჯორჯია”), ამირან სანაია (”ლე მანი”, საფრანგეთი), გიორგი ხიდეშელი (”ზესტაფონი”)
ნახევარმცველები: ლევან კობიაშვილი (”შალკე 04”, გერმანია), დავით კვირკველია (ზაპოროჟიეს ”მეტალურგი”, უკრაინა), გოგიტა გოგუა (ნალჩიკის ”სპარტაკი”, რუსეთი), ზურაბ მენთეშაშვილი (”ვენტსპილსი”, ლატვია), ჯაბა კანკავა (”დნიპრო”, უკრაინა), ლევან ცქიტიშვილი (უკლუბოდ), ლევან ყენია (”შალკე 04”, გერმანია), დავით მუჯირი (”კრილია სოვეტოვი”, რუსეთი), შოთა გრიგალაშვილი (”დინამო თბილისი”)
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (”ემპოლი”, იტალია), დავით სირაძე (”პადერბორნი”, გერმანია), ბექა გოცირიძე (”ზესტაფონი”), ნიკა გელაშვილი (”ვიტ ჯორჯია”)
საქართველოს ეროვნული ნაკრები სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში ორშაბათს, 4 თებერვალს, 15 საათზე შეიკრიბება.